|
2024-10-17 13:09:49, 424 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ვეტერანებს - არჩევნების შემდეგ პენსია 1 000 ლარამდე გაგეზრდებათ, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და მედიკამენტები უფასო გექნებათ
თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის,- ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება. “ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1 000 ლარამდე; თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები; თქვენ მედიკამენტები გექნებათ უფასო; ყველაფერი, რასაც ექიმი გამოგიწერთ, გექნებათ უფასო. თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი. პატრიოტიზმი და ის სულისკვეთება, რომელმაც საქართველო ევროკავშირში უნდა შეიყვანოს, თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით. რაც მთავარია, თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში. ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის და ვიქნებით ღირსეული ერი, ღირსეულ ერთა შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი თავდადებისთვის, იმ დიდი გმირობისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ. იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბოდიში თქვენ მინდა მოგიხადოთ, რომ ამდენ ხანს საქართველომ, სახელმწიფომ ვერ დააფასა თქვენი მოქმედება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)