22:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 14:18:26, 348 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - კოალიციური მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს

კოალიციური მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, "უმოკლეს ვადებში მივიღებთ ევროკავშირისგან არა კრიტიკას, არამედ გამოწვდილ ხელს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გასახსნელად".

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება პირველი არ არის, სადაც ის ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ, როცა არსებობს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, გაწევრიანებაზე, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უმოკლეს ვადებში, ვპირდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უმოკლეს ვადებში ჩვენ მივიღებთ არა კრიტიკას ევროკავშირისგან და საუბარს იმაზე, რომ ეს პროცესი გაჩერებული და გაყინულია, არამედ გამოწვდილ ხელს მოლაპარაკებების გასახსნელად და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ ქართველი ხალხის სახელით, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics