|
2024-10-16 13:45:45, 315 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ - მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ანგარიშებში დაუყოვნებლივ ასახონ
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილია". „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია",- აღნიშნულია მმართველი პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიება გუშინ, 15 ოქტომბერს გამართა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)