|
2024-10-16 10:48:11, 322 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სუს-ის განცხადებაზე - იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები
მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას შეეხებოდა. კობახიძის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ. „პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულად, არიან ფხიზლად. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რამე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)