07:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 18:03:50, 311 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება

მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას".

"მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1 000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში.

ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველივე წელს სულ მცირე 10-პროცენტიანი ვარდნა ექნება ჩვენს ქვეყანას. მეორე წელი, საუკეთესო შემთხვევაში, დასჭირდება ამ ვარდნის უკან შემობრუნებას. ასეთ პირობებში როცა იძლევა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics