|
2024-10-12 12:37:10, 290 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო" ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ფოტოხაფანგების გამოყენებისა და პირველადი მასალების დამუშავების, ტყის მართვის, კანონაღსრულების, GPS ნავიგატორის გამოყენების, მენეჯმენტის გეგმის ანგარიშგების, ტყის მავნებელთა და ფიტოპათოლოგიურ დაავადებათა მართვის სფეროებში. "აღსანიშნავია, რომ პროექტი "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგების ციკლის დასკვნით შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მენეჯერი ნათია ბერიძე დაესწრნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)