|
2024-10-11 13:08:18, 268 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. "საქართველოს მელიორაციის" ცნობით, შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. "ქ.ხაშურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 8 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება. ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით ქ.ხაშურისა და 4 სოფლის (ცხრამუხა, ოსიაური, აგარები, გომი) მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)