08:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 16:10:10, 390 ნახვა

პოლიტიკა
შამბა - თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯს მიესალმება

თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ასეთ ნაბიჯს მიესალმება,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

შამბას თქმით, საქართველომ ასევე უნდა "მიატოვოს და უარი თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას" - კერძოდ, ფორმულირება "ოკუპირებული ტერიტორიები".

ამასთან, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება" და "აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics