15:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 12:20:46, 275 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 

საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად,  ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე  საბა ქიტიაშვილი გახდა.  

კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

"კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“,- აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

"ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“,- აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა.

მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics