15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 12:19:59, 262 ნახვა

საზოგადოება
ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

"ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სპეციალური სავარჯიშო სივრცე, სასწავლო ოთახი და სპორტული დარბაზი.

შენობაში განთავსდა ოპერატიული მართვის ცენტრიც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რაჭის რეგიონში, შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან გადანაწილება განხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისთვის სპეციალური ავტოსადგომი მოეწყო, შენობის სახურავზე კი მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა.

ახალი შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics