13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 18:38:34, 535 ნახვა

საზოგადოება
2017 წელს თბილისში ახალი მეტროსადგური გაიხსნება

თბილისში 23–ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება. მშენებლობა დღეს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები აშენდება. მეტროდან ამოსასვლელები კი ვაჟა–ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. გვირაბებს რესტავრაცია ჩაუტარდება.

"აქ მოსვლამდეც ვიცოდი, რომ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის. შეიძლება ვთქვათ, ფაქტობრივად გარანტირებულია, რომ დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში, ეს პროექტი დასრულდება. თუმცა, ერთი შეხედვით პატარა პრეტენზიები ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ვფიქრობ, აქ ფრონტი უფრო დიდია, ვიდრე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. დღეს, ალბათ, მუნიციპალური განვითარების ფონდთანაც მექნება საუბარი და ზედამხედველებთანაც. გრაფიკი შედგენილია, მაგრამ საზოგადოებას რაც მალე მივცემთ ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის ერთ-ერთ სერიოზულ გაგრძელებას, მით უკეთესია. ამიტომ მიმაჩნია, რომ, ალბათ, არის გარკვეული ეკონომია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics