|
2024-10-08 21:56:01, 452 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ოკუპანტს ჩავუგდოთ ხელში
ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, სანქციების დაწესება შეყოვნდა, რადგან ევროკავშირს არ უნდა, რომ საქართველო ოკუპტანტის "ხელში ჩავარდეს". "ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, რადგან არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ კრემლი და არ ვართ პუტინი. ბრძოლას სათავეში ქართველები უნდა ჩაუდგნენ, ჩვენ კი მათ უნდა დავეხმაროთ და რუსეთს საქმე გავურთულოთ. და ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ", - განაცხადა გრეგოროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)