18:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 17:57:47, 285 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - 6 ათასი დევნილი ოჯახი, უახლოესი წლების განმავლობაში, ბინებს მიიღებს

არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობები საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს.  

„თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება ბინები ოჯახებზე, ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში. 

დევნილთა განსახლება მკაფიო რეგლამენტაციისა და დევნილი ოჯახების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება, ოჯახის წინაშე იდგეს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის საკმაოდ შრომატევადი შეფასების პროცესი. ახლაც ქუთაისში მიმდინარეა ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას საანკეტო მონაცემებისა და კონკრეტულად ვიზიტები ხორციელდება ოჯახებთან“, - განაცხადა სარჯველაძემ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics