13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 18:16:21, 605 ნახვა

საზოგადოება
24 თებერვალი „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა“

24 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ -  დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, პაატა შამუგია და ტორესა მოსი, საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

თბილისში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით აღინიშნება.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდება ტრადიციული პრემია და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში პირველად გამოვლინდება „წლის წიგნის ქომაგი“.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქვეყნის მასშტაბით ოთხ ქალაქში გაიმართება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.  მთელი დღის მანძილზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსტეტებში. დასკვნით ღონისძიებაზე კი რეგიონებში მივლინებული ავტორები სკაიპჩართვით მოკლე ანგარიშს წარადგენენ იქ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ბიბლიოთეკები, წიგნის კლუბები, უნივერსტეტები და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები,  რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერითა თუ საკუთრი ინიციატივით 24 თებერვალს მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართეს.

ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld“-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ივენთის ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics