|
2024-10-08 15:54:26, 331 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ მიღწევა არ აქვს
არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" მიღწევა არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც "ქართულ ოცნება" გეგმავს. "წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ. თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო? ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა",- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)