|
2016-02-23 17:44:28, 537 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ამ მიზნით, ცენტრს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწერალი და მთარგმნელი გვანცა ჯობავა ესტუმრა. შეხვედრას დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტის - „წიგნის კლუბის“ წევრები დაესწრნენ. სტუმარმა მოზარდებს რამდენიმე საინტერესო წიგნის შესახებ ესაუბრა. როგორც გვანცა ჯობავამ აღნიშნა, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო ამიერიდან ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციას უერთდება. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად ხვალ, 24 თებერვალს აღინიშნება. ეს აქცია მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში 100 ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მისი მიზანია წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა გვანცა ჯობავამ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახაგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია „წიგნის კლუბი“, რომლის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობა/განხილვის გზით ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მიმართ მოტივაციის ამაღლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება. „წიგნის კლუბის“ შეხვედრები თბილისის გარდა ყოველკვირეულად სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)