|
2024-10-08 10:20:42, 537 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში სამოქალაქო გემს დაარტყეს - არის მსხვერპლი
რუსებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, გემზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა. "მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აგრესორის სამიზნე იყო პორტის ინფრასტრუქტურა. მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს. 60 წლის უკრაინელი გარდაიცვალა. დაშავდა 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათგან 4 საშუალო სიმძიმისაა, ერთი - მსუბუქი. ამჟამად მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება",- აცხადებს კიპერი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)