11:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 22:38:10, 255 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სოფლის მეურნეობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი

სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული. 

„შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ  ლარს, წელიწადში 200 მილიონი ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული, რაც აისახებოდა, რა თქმა უნდა, სოფლად მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე. 3 მილიარდი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. აქაც არის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა, იყო „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარდებოდა სოფლის აღორძინებას, არა თუ მილიარდზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი უკვე მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარება, ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით არის ეს დაპირება შესრულებული“, -  აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics