|
2024-10-07 16:19:42, 337 ნახვა
პოლიტიკა
მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - არცერთი გადაწყვეტილება ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ემსახურება
არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას ისტორიულ მიზანს დააახლოებს". "მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, 26 ოქტომბერს, როდესაც "ოცნება" ვერ წაიყვანს ქვეყანას საბჭოთა კავშირისკენ, არამედ გადავდგამთ ძალიან დიდ, გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, აუცილებლობაცაა და ვალდებულებაც, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და მე ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს და მიესალმება. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დააახლოებს. არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი",- განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, დღეს, 7 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებს შეხვდა.
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)