|
2024-10-06 17:14:09, 371 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია - "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის" მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას. ასევე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას. ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირის კომისიას მოუწოდებს, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობას. "ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს: - ევროპარლამენტის Renew Europe-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის. - დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ. - დასრულდეს :ქართული ოცნების" დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ. - შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. - შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და გაუქმდეს მათი სასჯელი. - ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. - ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად. - ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები ევროკომისიამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული კანონის მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში. - ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანოებმა თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან", - ნათქვამია რეზოლუციაში.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)