09:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-06 13:16:25, 362 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - 60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ

60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, დააწესონ სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, როდესაც აშშ-ს აზერბაიჯანი სჭირდება, მის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს, ხოლო როცა აღარ სჭირდება, სანქციებს აღადგენს.

“დღეს დილით შემატყობინეს, რომ 60-მა პროსომხურმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ს მთავრობას მიმართა, მოუწოდა დააწესონ მორიგი სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება. ვვარაუდობ, რომ ავტორი და ადრესატი ერთი და იგივეა, რადგან სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზეა. თუმცა, უმცირესი ეჭვიც არ მაქვს, რომ ის იქვეა დაწერილი, სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამერიკამ 1992 წელს, მაშინ როდესაც მიწებს ვკარგავდით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შემდეგ 2001 წელს სანქციები გაუქმდა. რატომ? იმიტომ, რომ დაიწყო მათი საოკუპაციო საქმიანობა ავღანეთში, დამპყრობლური ომი და ჩვენ მათ ვჭირდებოდით. ვიდრე ავღანეთში იყვნენ, ეს სანქციები ყოველწლიურად იცვლებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. როგორც კი ავღანეთიდან გაიქცნენ, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ, ჩვენ წინააღმდეგ ისევ სანქციები დააწესეს. შეიძლება ასეთი უმადურობა?! ანუ როდესაც გჭირდებოდით, აუქმებდით სანქციებს, როდესაც აღარ დაგჭირდით, კვლავ აღადგინეთ”,- განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics