|
2024-10-03 21:26:42, 2651 ნახვა
კალაძე - წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
სააჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის რისკებზე ჰკითხეს. როგორც კალაძემ აღნიშნა, "ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა". "დღეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოვიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ერთია, ვიღაცებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? თავად საარჩევნო გარემო მშვიდია. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მსგავს განცხადებებს უფრო ხშირად მოვისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს და ამას ნახავთ 26 ოქტომბერს", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)