13:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 21:13:04, 297 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე PACE-ის დეკლარაციაზე - მსგავსი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

"იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა - კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ ფულს უხდიან, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ხალხს პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა. ესენი არიან გარკვეული, კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ მსგავსი ტიპის ბინძურ განცხადებებს. არ უნდა შეგვეშინდეს - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics