19:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 12:53:02, 330 ნახვა

საზოგადოება
„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია “საბას“ ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.

 “საბა“ “თიბისიმ“და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია “საბას“ 2024 წლის “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან: 

1. ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის “პატაფიზიკა სცენაზე“

2. გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს “სამუშაონი და დღენი“ (არილი)

3. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის “არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“

(სულაკაურის გამომცემლობა)

4. გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის “ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)

5. ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის “ალეფი“ (სულაკაურის

6. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (დიოგენე)

7. თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის “აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)

8. თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის “ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)

9. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის “დაუდგომელნი“ (ინტელექტი)

10. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის “ძველი ოსტატები“ (სულაკაურის

11. პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის “სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

12. რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას “დღიურები“ (ალეფი)

13. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს “ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics