|
2024-10-02 11:31:16, 298 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ და „მოგზაურის“ ერთობლივი ტური იმერეთში
12-13 ოქტომბერს, „თიბისი კონცეპტის" და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში, დაესწარით - “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) - იმერეთში - გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე”. ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან. ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ: ვანს, ქუთაისს, დიდი ჯიხაიშს და მათივე ღირსშესანიშნაობებს. ტურის მთავარი აქცენტი ვანის მუზეუმს დაუკავშირდება: “რა საიდუმლოს ინახავს ვანი?” - ვანი, რომელიც ოქროს სიმრავლით თითქოს “ელდორადოცაა” და თავისი რვასაუკუნოვანი ისტორიით პომპეიც. ევროპამ ვანი სწორედ როგორც “საქართველოს პომპეი”, ისე გაიცნო. „რა ქმნიდა ბერძნულ კულტურას, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს? არგონავტების მითის დიდი ნაწილი, სწორედ, კოლხეთში მიმდინარეობს. რატომ იყო ბერძნების ცნობიერებაში ეს რეგიონი ოქროს საწმისის ქვეყანა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ ვანის მუზეუმი შეძლებს“,- აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის კურატორი. სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/mogzauri „თიბისი კონცეპტის" მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით - 980 ₾ რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)