|
2024-10-02 09:57:50, 266 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები კვლავ 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები, ორივე ქვეყნის მიმართულებით, კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, სგპ,“ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა შეჩერებული იყო. “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, სგპ,“ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებული იყო“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)