|
2024-10-01 17:39:39, 366 ნახვა
საზოგადოება
მერია - შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. "დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22, N23, N24 და N25 კორპუსებთან. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22 და N23 კორპუსებთან შესვლა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ღიბრაძის ქუჩის გავლით, ხოლო ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N24 და N25 კორპუსებთან მოხვედრა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის II ჩიხის საშუალებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)