|
2024-10-01 14:46:55, 371 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია". როგორც კალაძემ აღნიშნა, „ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს". „ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხები არის ამ ადამიანის საკუთრება და სასამართლოც მოიგო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია. ჩნდება კითხვა - ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს? ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები არ ითმობა და მას არანაირი სანქციები, პირადი კეთილდღეობა ამად არ უღირს. ისინი ბიძინა ივანიშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ. ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მშვიდობას. ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ“,- აღნიშნა კალაძემ.
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)