|
2024-10-01 09:43:04, 425 ნახვა
საზოგადოება
„გული ფარად“ - 8 ოქტომბერს დავით ხარატიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება
8 ოქტომბერს, კაფე მზიურში დავით ხარატიშვილის ახალი წიგნის, მოთხრობების კრებულის - "გული ფარად", წარდგენა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია “ჩემი გამომცემლობა“, კრებულის რედაქტორი კი, ოლიკო ცისკარიშვილია. ავტორისთვის ეს მეორე ნამუშევარია, რომელშიც თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ და მგრძნობიარე თემებზე შექმნილი თხზულებებია შესული. მათში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ქართულ სოციუმში, უახლოეს წარსულში განვითარდა და რომლებმაც მნიშვნელოვნად გამოკვეთა საზოგადოებაში არსებული სამოქალაქო ცნობიერების გააზრების კუთხით არსებული პრობლემები. "საყოველთაოდ ბინძური საქმეები მშვიდ, მზიან დღეებში იგეგმებიან. როცა გაზაფხულის წყნარ საღამოს, ქალაქის მეჩხერ ხეთა ახალამოყრილ, ჯერ კიდევ ფაფუკ, რბილადშეღინღლულ ფოთლებს ჩამავალი მზის სხივი ოქროსფრად გალანდავს, მშვიდი, უბრალო ადამიანები ამ მშვენიერი სანახაობით, მდელოზე ფეხმორთხმულნი და სულგანაბულნი ტკბებიან, ძალითა და გავლენით უფალნი კი, ძვირად საეშმაკო ამბებს თხზავენ და მათთვის ხორცშესასხმელად გეგმებს აწყობენ, საბრძოლო ველს დაადგენენ და სამოქმედო ტაქტიკას განიხილავენ, სადაც ეს ლაღი, ბედნიერებით აღსავსე ადამიანები რიგით ჯარისკაცებად გამოჰყავთ. იმ ნეტარების ჟამს, როდესაც ისინი ლაჟვარდოვან ცაზე ნიავქართა სანავარდო ცეკვებით განცხრომას ეძლევიან, ხელისუფალნი მათ მომავალს წინასწარმეტყველებენ და იქ თავიანთ ბინძურ ხელებს მშვიდობის გარდასატეხად, მოურიდებლად აფათურებენ". ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)