02:36 - 25 Jul, 2026
|
2024-10-01 09:26:18, 578 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ველოდები სტრატეგიის გასაძლიერებლად და „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად
პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ველოდები სტრატეგიის გასაძლიერებლად და "გამარჯვების გეგმის" განსახორციელებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა იარაღისა და დიპლომატიის ძალის გაერთიანება, რადგან ისინი ეფექტურად მხოლოდ ერთად მუშაობენ. "ჩვენი გუნდები, უკრაინული და ამერიკული, უკვე მუშაობენ ყველაფერზე, რაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განვიხილეთ და უკვე ვემზადები "რამშტაინის" შეხვედრისთვის. ეს იქნება განსაკუთრებული "რამშტაინი". ჩვენი მხრიდან პარტნიორები გაეცნობიან ყველა დეტალს, ყველა არგუმენტს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ შედეგი უახლოეს თვეებში როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიურ მუშაობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)