|
2024-09-30 14:35:12, 277 ნახვა
საზოგადოება
საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი „სელფისგან“
"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, "სელფი მობაილმა" დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით გახორციელებისთვის. "სელფის" ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა. ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE -ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. VoLTE "სელფის" ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც. VoLTE-სთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სატელეფონო ცენტრში 110101 ("სელფიდან"); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინ ჩატში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)