|
2024-09-30 13:45:54, 254 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ “დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მათ სამი სხვადასხვა დისტანცია - 3კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო - 5 კმ-იანი და რთული - 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს. ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურებიც გადაეცათ. “მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა. საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხები სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)