02:36 - 25 Jul, 2026
|
2024-09-28 12:32:26, 659 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სუმში, სამედიცინო დაწესებულებაზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
რუსეთმა უკრაინაში, სუმის ოლქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაზე ორმაგი თავდასხმა განხორციელა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოს რამდენიმე სართული კი დაინგრა. მისივე თქმით, მეორე იერიში მაშინ განხორციელდა, როდესაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობდა. "სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას. ამ დროისთვის 6 ადამიანი დაიღუპა",- დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში. გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია. კიდევ ერთი სამართალდამცველი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)