|
2024-09-27 12:58:24, 258 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანმა აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთში ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. “სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და მოქალაქეებმა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი მოქალაქე დევნილად იქცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)