17:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 13:17:48, 346 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ემიგრანტებს - ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.

როგორც ზურაბიშვილი ემიგრანტებისადმი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები, ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს, ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics