15:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 11:28:08, 602 ნახვა

მსოფლიო
30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ქვეყნები, რომლებმაც დეკლარაცია მიიღეს, არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

დეკლარაციის მთავარი პუნქტები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს; აგრეთვე, დამატებით ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დონორთა მეშვეობით.

“მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უზრუნველვყო, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისა და გადარჩენისთვის საბრძოლველად. მე გამოვაცხადებ რიგ ქმედებებს უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის დასაჩქარებლად. პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics