17:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 16:10:02, 251 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ინტერესები, პარალელურად კი, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისთვის

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნული პროცესი ორმხრივი უნდა იყოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დღეს ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ.

კალაძის თქმით, მათი მხრიდან გარკვეული ურთიერთობებისთვის ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება.

“ახალს არაფერს ველოდები. რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის; მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს, უფრო მეგობრული გახადოს ურთიერთობები, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისე ვერ იქნება ცალმხრივი ეს ურთიერთობებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, რომ გარკვეული ურთიერთობებისთვის ქვეყნის ინტერესები დავთმოთ. მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ინტერესები. პარალელურად, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics