|
2024-09-25 11:00:09, 656 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება - რუსეთს მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ
ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს მშვიდობის დამყარებაუნდა აიძულონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, “რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს“. “საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული იყოს. პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, რომ თავისით არ გაჩერდება. რუსეთის მშვიდობამდე მიყვანა მხოლოდ იძულებით შეიძლება და ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა. ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება. რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს, მათი იარაღით კლავენ უკრაინელებს და ეხმარებიან პუტინს ჩვენი მიწების მითვისებაში“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)