01:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 10:59:00, 269 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათ მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

მისივე განმარტებით, ახალგაზრდების როლის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ცნობისთვის, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან გახდა. კანონის მიხედვით, ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთანაა გათანაბრებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics