|
2024-09-23 12:05:07, 721 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ სადესანტო ბრიგადებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს [ვიდეო]
უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ ჭრიან სამხედროები გასასვლელებს საინჟინრო ზღუდეებში და როგორ შედიან საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები მტრის ტერიტორიაზე. ასევე ვიდეოში ნაჩვენებია შეტაკებები საზღვრისპირა ზოლში, სადაც საჰაერო-სადესანტო ჯარების ტანკისტები მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტს ანადგურებენ. "უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაცია“,- აღნიშნულია დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაციის საზღვრის რომელ მონაკვეთზეა საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)