|
2024-09-23 10:29:22, 539 ნახვა
ომი უკრაინაში
კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არის 16 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. “კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დაზიანდა“,- განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები, სავარაუდოდ, “ტორნადოს“ ტიპის რეაქტიული სისტემით განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)