03:40 - 25 Jul, 2026
|
2024-09-22 11:47:57, 599 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა - არიან დაშავებულები
რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აღნიშნავს, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის სამი ბავშვი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქს ჩამოაგდეს სამი FAB-500 250 კილოგრამიანი ავიაბომბი. ხარკოვის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ გაშვება განხორციელდა ბელგოროდიდან. "ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ხარკოვის შევჩენკოვის რაიონში", - განაცხადა სინეგუბოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)