03:41 - 25 Jul, 2026
|
2024-09-21 11:37:15, 675 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - რუსეთის ტვერის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს - განხორციელდა სარკინიგზო სადგურის ევაკუაცია
რუსეთის ტვერის ოლქში სარკინიგზო სადგური “სტარა ტოროპა“ ევაკუირებულია - ამის მიზეზი რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმაა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი, სხვები კი, მათ შორის, “მოსკოვი-ფსკოვი“ და “სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი“, ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდებიან. მანამდე ტვერის რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის სამხრეთ-დასავლეთით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)