|
2024-09-21 10:29:17, 645 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებებია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებებია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით ჩამოაგდეს. “ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე - დაიწყო დეტონაცია“,- განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზეც. “ამჟამად უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ხანძრის ადგილის სიახლოვეს მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებითი ევაკუაცია უახლოეს დასახლებულ პუნქტებში. ტიხორეცკში გაიხსნა დროებითი განთავსების პუნქტი. სახანძრო ბრიგადები და სპეციალური სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ“,- განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)