02:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 21:27:00, 310 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა.

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.

„სასიმოვნოა, რომ ხვალ გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, საღამოს, 19:00 საათზე. ქართველ გულშემატკივარს, ვფიქრობ, საინტერესო საღამო ელოდება დედაქალაქში. თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში“, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო ათი წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. ხვალ, ასევე, კარგი ამინდი იქნება, როგორც ვიცი და გულშემატკივარს სასიამოვნო საღამო ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics