03:41 - 25 Jul, 2026
|
2024-09-20 14:56:46, 658 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. "რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად", - წერს ლაიენი. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს, 20 სექტემბერს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)