|
2024-09-20 12:45:48, 373 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის
ივანიშვილის მცდელობას, ქართველი ხალხი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ის იზიარებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წინასაარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება შესთავაზა. “ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია “ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა, სააკაშვილმა თავის ხელით ჩაამატა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია. ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)