03:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 17:17:23, 281 ნახვა

საზოგადოება
უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. 

"უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ ბავშვებს შესთავაზეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა.

სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics