|
2024-09-19 13:53:08, 303 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და „ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება". „ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს და სურვილი აქვთ, რომ რეალობა შეცვალონ. მცდელობა აქვთ, ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები, ყველა კრიტერიუმით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ უსამართლო დამოკიდებულება, ასევე, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ბიზნესი სრულად თავისუფალია და სახელმწიფო არ მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, წილების წართმევა და ა.შ. ნახეთ რა ხდება ციხეებში, როგორი მდგომარეობაა, როგორი დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)