19:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 13:24:46, 340 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია, მის მიმართ კი შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საერთაშორისო დონის დამნაშავეა, თუმცა მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კალაძის თქმით, კეზერაშვილი "თაღლითი სწორედ იმ სქემითაა, რომლითაც ძარცვავდა და აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს".

“ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით, რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდა პოლიტიკა, ტელევიზიები. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც, თუმცა ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია - ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათა მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics